საწყობის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- ქალაქი
- ქობულეთი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
შპს "ფასად სისტემ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქობულეთში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და განთავსება საწყობში
- პროგრამა "ბალანსში" მონაცემების შეყვანა
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
- საწყობის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა
- შეკვეთილი პროდუქციის შეგროვება და მიწოდებისთვის მომზადება
- საწყობის ოპერაციების ეფექტურად შესრულება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის ან მსგავსი ტექნიკური განათლების განხრით
- საოფისე პროგრამების საწყის დონეზე ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამატებითი პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - სრული
- ანაზღაურება 1400 ლარი
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- v აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- v გასაუბრება.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2026 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე fasadsystem8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი: "საწყობის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა მიმღებია - შპს "ფასად სისტემ" ადმინისტრაცია; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაციის შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში. შპს "ფასად სისტემ" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
