ჯორჯიან ბეიქერსი
ლოჯისტიკასაწყობის ოპერატორი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ანაზღაურება
- 1 300–1 800 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე · 09:30-18:30
სრული აღწერა
შპს "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ მამაკაცს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ყოველდღიური ოპერაციების გამართულ და ზუსტ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის ფიზიკური გადაადგილება და პალეტებზე განლაგება.
- საქონლის აგროვება შეკვეთების შესაბამისად და დისტრიბუციისთვის გადასაცემად მომზადება.
- საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება და საწყობში წინასწარ განსაზღვრულ ადგილას განლაგება;
- პროგრამაში შემოსული შეკვეთებზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერა RS.GE.
- საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და ოპტიმალური განლაგება, შენახვის პირობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გათვალისწინებით;
- პროდუქციის ნაშთების ზუსტი აღრიცხვა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციებში მონაწილეობა.
- საწყობის წესრიგის, სისუფთავისა და საქონლის უსაფრთხო შენახვის სტანდარტების დაცვა;
- ხელმძღვანელისთვის საწყობის ოპერაციებისა და მარაგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობში, ლოგისტიკის ან სასაქონლო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
- სასაწყობე ან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Fina, 1C და სხვა.
- RS.ge-ის სისტემისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პროცედურების ცოდნა;
- საქონლის მიღება-გაცემისა და მარაგების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურ სასაწყობე ოპერაციებში მონაწილეობის მზაობა.
სამუშაო პირობები:
- კომპანია: შპს "ჯორჯიან ბეიქერს";
- პოზიცია: საწყობის ოპერატორი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
- სამუშაო საათები: 09:30-18:30;
- ანაზღაურება: 1, 300-1, 800 ლარი, რომელიც შედგება ფიქსირებული და საბონუსე ნაწილისაგან;
- დამატებითი ბენეფიტი: სამედიცინო დაზღვევა.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV info@georgianbakers.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
