საწყობის ოპერატორი
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
· მარაგების მოძრაობის პროგრამული მომსახურება
· საწყობიდან გასაცემი შეკვეთების ეფექტური დაგეგმვა (ავტო-სატრანსპროტო საშუალების სწორად განსაზღვრა, პრიორიტეტების განსაზღვრა), პროგრამული უზრუნველყოფა და კოორდინატორისთვის გადაცემა
· კატეგორ-მენეჯერებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, დასაწყობებული პროდუქციის ნაშთში დროული ასახვა და ობიექტებს შორის გადანაწილების შესაბამისად შეკვეთის კონტროლი
· დილერებთან კომუნიკაცია, საწყობში არსებული მარაგების ნაშთის მიწოდება და შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, შეკვეთების პროგრამული უზრუნველყოფა
· საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ობიექტებთან კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება
· საჭიროების შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის ცალკეული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საწყობში ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
· სასურველია პროგრამა ნავიჟენის ცოდნა
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ელიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის ოპერატორი - ბათუმი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

