საწყობის მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
სრული აღწერა
"ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
საწყობის მენეჯერის პოზიციის მიზანია საწყობის ოპერაციების ეფექტიანი მართვა, მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სიზუსტის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მატერიალური რესურსების ოპტიმალური გამოყენება. პოზიცია პასუხისმგებელია საწყობის მართვის პროცესების სტანდარტიზაციაზე, მარაგების გადაადგილების კონტროლზე, დანაკარგების პრევენციასა და გუნდის საქმიანობის კოორდინაციაზე, საწყობის ოპერაციული ეფექტიანობისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- საწყობში არსებული მარაგების მიღების, აღრიცხვის, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების მართვა;
- მარაგების მოძრაობის უწყვეტი კონტროლი და სააღრიცხვო მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ანალიზი;
- ფაქტობრივ და სააღრიცხვო ნაშთებს შორის სხვაობების იდენტიფიცირება, მიზეზების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- საწყობის სივრცის ეფექტიანი ორგანიზება, პროდუქციის კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის სტანდარტების დანერგვა;
- მარაგების ოპტიმალური დონის კონტროლი, საჭიროებების განსაზღვრა და დეფიციტის ან ზედმეტი მარაგების რისკების მართვა;
- საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობა და საწყობის ოპერაციების ავტომატიზაციისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- საწყობის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- საწყობის ეფექტიანობის მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
- საწყობის მართვის პროცესების გაუმჯობესება და შესაბამისი პროცედურების დანერგვა;
- საწყობსა და რეგიონულ ლოკაციებს შორის მარაგების გადაადგილების კონტროლი;
- საწყობის სტანდარტიზაციისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენება;
- მატერიალური ფასეულობების დაკარგვისა და დანაკლისის პრევენციის მექანიზმების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მარაგების აღრიცხვის, მართვისა და კონტროლის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინვენტარიზაციის დაგეგმვისა და ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
- საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზებისა და ოპტიმიზაციის უნარი;
- გუნდის მართვისა და თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაციის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა, მათ შორის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- Microsoft Word-ისა და PowerPoint-ის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროცესების დაგეგმვისა და სისტემური მართვის უნარი;
- პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა.
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ
ლოკაცია: თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "საწყობის მენეჯერი"-ს პოზიცია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
