საწყობის მენეჯერი
- ქალაქი
- გურჯაანი
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · თანამშრომლის ფასდაკლებას
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, გურჯაანში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ფუნქცია- მოვალეობები:
- საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად;
- მომხმარებლისთვის მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზებაზე მუშაობა და კონტროლი;
- პროდუქციის დასასაწყობებლად ფართის მაქსიმალურად გამოყენება;
- ბაზარზე სასაწყობე პროცესების მონიტორინგი და სიახლის შემთხვევაში საწყობში დანერგვა;
- ასორტიმენტის განლაგება დასახელებების და გამანსხვავებელი კოდების მიხედვით;
- ინვენტარიზაციისა და გეგმიური აღწერების ორგანიზება, შედეგების ანალიზი, პრევენციის გზების გატარება,
- გაყიდვებისთვის მხარდასაჭერად მაქსიმალური კონტროლი სააქციო მასალების ადგილის უზრუნველსაყოფად;
- კოლეგა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია სამომავლო გეგმების/ცვლილებების შესახებ რაც საწყობს უკავშირდება;
- მომხმარებლებისა და თანამშრომლების საჩივრების, რეკომენდაციების გათვალისწინება და მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრა;
- მომხმარებელთან და სამუშაო პროცესში, თანამშრომლების დისციპლინის, რეგულაციების და შეზღუდვების კონტროლი;
- პრობლემებში სრულყოფილად ჩართვა, გარკვევა და პრევენციის შემუშავება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
. სასურველია 1c პროგრამის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· ორგანიზებულობა;
. პასუხისმგებლობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
. გუნდის მართვის უნარი.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერი გურჯაანში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

