საწყობის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 700–3 000 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის 70
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2–5 წელი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე (კვირაში 40 სთ)
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საწყობის მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შაბათი მოკლე სამუშაო დღე (კვირაში 40 სთ)
- ანაზღაურება: 2700-3000 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
· სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
- საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
- მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
- შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
- მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
- გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
- საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
- საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: ლოჯისტიკა / საწყობის მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2–5 წელი
განათლება: ბაკალავრი




