საწყობის დამხმარე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 -18 :00 ორშ–პარ
სრული აღწერა
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.
ვაკანსია — საწყობის დამხმარე
კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით.
ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — საწყობის დამხმარე.
ძირითადი მოვალეობები:
- ნედლეულისა და მზა პროდუქციის მიღება-განთავსებაში მონაწილეობა;
- ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაადგილების დახმარება;
- საწყობის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- საწყობის პასუხისმგებელი პირის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
სტაბილური სამუშაო გარემო.
CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
