საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / მტვირთავი
- მისამართი
- თბილისი, ვაკე: უნივერსიტეტის ქ. N6
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 – 19:00
- მთავარი მოთხოვნა
- საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.amboli.ge — ბმულის გახსნა www.facebook.com/amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის აღრიცხვის ოპერატორის და მტვირთავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე: უნივერსიტეტის ქ. N6;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება;
- მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
- შემოსული შეკვეთების აღრიცხვა;
- დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
- წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.
მტვირთავის ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დასაწყობების უზრუნველყოფა;
- ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
- რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

