სითი მენეჯმენტ გრუპი
ადმინისტრაციასაცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 სექბოლო ვადა: 29 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
- მისამართი
- თბილისი, ორთაჭალა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 - 18:00, ყოველი მეორე შაბათი: 10:00 - 14:00
სრული აღწერა
კომპანია "სითი მენეჯმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
- ანაზღაურება: 1 700 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00, ყოველი მეორე შაბათი: 10:00 - 14:00
მოთხოვნები
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარები;
- გუნდური მუშაობისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები
- სამუშაო არეალის სრულყოფილად შესწავლა;
- მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა;
- საჭირო ინვენტარისა და მარაგების კონტროლი;
- ფინანსური და ტექნიკური რეპორტინგი;
- ბინათმესაკუთრეთა და საპარკინგე ბაზების შედგენა და განახლება;
- დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება (სამუშაო გრაფიკების შედგენა, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება);
- კომპლექსის საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და პროცესების მართვა;
- გადახდების რეგულირება და კონტროლი;
- ფორსმაჟორული სიტუაციების ეფექტური მართვა;
- კომპლექსის სოციალური ქსელების მართვა;
- აუთსორსზე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა კრებების ორგანიზება და წარმართვა;
- სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით კომპლექსში ღონისძიებების (ივენთების) დაგეგმვა და ორგანიზება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sabaishvili@citymg.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
