საწარმოს თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო საათები — 08:00-17:00; შესვენება — 1 საათი; შაბათი და კვირა — დასვენება
სრული აღწერა
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას თაფლის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ, ფიზიკურად აქტიურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაოთი.
ძირითადი მოვალეობები:
- რეზერვუარებში თაფლის ჩამოსხმა;
- ქილების რეცხვა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
- ჩამოსასხმელი აპარატით პროდუქციის ჩამოსხმა და შეფუთვა;
- პროდუქციის ეტიკეტირება;
- მზა პროდუქციის დასაწყობება;
- საწარმოში სხვადასხვა მიმდინარე და დამხმარე სამუშაოს შესრულება.
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭიროა 20-30 კგ-მდე წონის აწევა.
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები — 08:00-17:00; შესვენება — 1 საათი; შაბათი და კვირა — დასვენება.
ანაზღაურება: ნოემბრიდან, სრულ განაკვეთზე გადასვლის შემდეგ — 1 700 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო — მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებს ადგილზე შეგასწავლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "საწარმოს თანამშრომელი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
