საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მისამართი
- თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
- ბენეფიტები
- კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები · ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით · სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით
სრული აღწერა
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "ესმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
- ბაზრის კვლევა, მისი მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
- გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
- გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; მათ შორის პორტფელის ზრდაზე ორიენტირება.
- ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
- მომხმარებლებისთვის, შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა;
- მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ახალი იდეების გენერირება;
- მაღაზიების ქსელში თანამშრომლების შერჩევა/მომზადების პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- ქსელური მაღაზიების მართვის მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (ავტონაწილების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
- ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "ეს მოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
