საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მისამართი
- თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
- ბენეფიტები
- კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები · მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით · სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ქსელის მართვის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (ავტონაწილების, ტექნიკური ან მსგავსი პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.smotors.ge — ბმულის გახსნა https — ბმულის გახსნა
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის ავტონაწილების მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივების დასახვა.
- გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების (KPI-ების) შედგენა, მართვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პორტფელის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
- ავტონაწილების ბაზრის პოტენციალის შესწავლა, პროდუქციის გაყიდვების ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია.
- საცალო მომხმარებლისთვის მიმზიდველი შეთავაზებების/კამპანიების ინიცირება (მარკეტინგთან ერთად) და მათი კომერციული ეფექტიანობის გაზრდა.
- საცალო ქსელში მომსახურების პროცესის/სერვისების მუდმივი გაუმჯობესება, ახალი იდეების გენერირება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება.
- მომხმარებელთა მხრიდან წამოსული კომპლექსური მოთხოვნების/პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (შესყიდვები, ლოგისტიკა, საწყობი) კოორდინაცია და მათი დროული, სისტემური მოგვარების მონიტორინგი.
- მაღაზიების ქსელის თანამშრომლების (მენეჯერები, კონსულტანტები) შერჩევის, ადაპტაციისა და მუდმივი მომზადება/მოტივირების პროცესის ხელმძღვანელობა; ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით
- სავალდებულოა მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ქსელის მართვის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (ავტონაწილების, ტექნიკური ან მსგავსი პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).
- გაყიდვების გუნდის მართვის, მოტივირებისა და განვითარების გამოცდილება.
- ბიზნეს მაჩვენებლების (KPI-ების, ბიუჯეტირების, ფინანსური რეპორტების ანალიზის უნარი.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „ეს მოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

