საცალო ქსელის ანალიტიკოსი
- მთავარი მოთხოვნა
- MS Excel კარგად ცოდნა
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· მონაცემების შეგროვება სხვადასხვა სისტემებიდან, ანგარიშებიდან და დაინტერესებული მხარეებიდან, თავმოყრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.
· საოპერაციო პროცესებისა და პროექტების გაზომვის ინდიკატორების და შესაბამისი დეშბორდების შემუშავება.
· მეტრიკებისა და გაზომვის ინდიკატორების დათვლისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების პროცესებისა და წყაროების განსაზღვრა და შემუშავება.
· საოპერაციო პროცესების სხვადასხვა მეტრიკების ანალიზი პროცესების ეფექტიანობის ან არაეფექტურობის შესაფასებლად, და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოსავლენად.
· ხელმძღვანელისა და საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერული რგოლისთვის ანალიტიკური ინფორმაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება.
· რეგულარული ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
· მაღაზიებისათვის შესაბამისი სამუშაო შეფასების ინდიკატორების შემუშავება (ე.წ. დეშბორდები);
· სავაჭრო ობიექტისთვის ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შედგენა დადგენილი წესითა და სტანდარტით;
· მაღაზიების ხარჯების ანალიზი და შედეგების გაზიარება ხელმძრვანელთან და ხარჯის მინიმიზაციისტის მიზნით;
· სავაჭრო ობიექტებისთვის ყოველწლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
· ყოველთვიურ რეჟიმში სავაჭრო ობიექტში არსებული ინვენტარიზაციის პროცესისა და დანაკლისების ურთიერთმიმართების ანალიზი.
· სავაჭრო ობიექტის გაყიდვების მაჩვენებლების ცვლილების ანალიზი და მიზეზების ძიება;
· საცალო ქსელის მართვის დირექტორის და არეის მენეჯერების საქმიანობის მხარდაჭერას შესაბამისი რეპორტებითა და ანალიტიკით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მართვის, ფინანსების, ანალიტიკის ან მონათესავე მიმართულებით.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერაციების ან ბიზნეს ანალიზის მიმართულებით.
- აუცილებელია MS Excel კარგად ცოდნა.
- სასურველია Power BI, SQL ან მონაცემთა დამუშავების საბაზისო ცოდნა.
- სასურველია 1C ცოდნა.
თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2026 წელი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო ქსელის ანალიტიკოსი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

