საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანიის საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და დასახული კომერციული მიზნების მიღწევა.
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;
- საცალო გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა, ფილიალებისა და გაყიდვების გუნდების დონეზე განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგებზე პასუხისმგებლობა, გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების დანერგვა;
- გაყიდვების გუნდის შედეგების მართვა, მოტივაციისა და გაყიდვითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და შესყიდვის ქცევის ანალიზი, კონვერსიის, საშუალო ჩეკისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
- დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვების მიდგომების განვითარება და დანერგვა;
- მარკეტინგისა და პროდუქტის მიმართულებებთან თანამშრომლობა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიებისა და შეთავაზებების დაგეგმვისა და მათი ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, გაყიდვების პროგნოზებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საცალო გაყიდვების მართვისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგები;
- მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სადაზღვევო სექტორში საცალო გაყიდვების მართვის გამოცდილებას;
- გაყიდვების გუნდების მართვის, მიზნების დასახვისა და შედეგების შეფასების გამოცდილება;
- გაყიდვების სტრატეგიის, ბიუჯეტის, პროგნოზებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების გამოცდილება;
- გაყიდვების მონაცემების ანალიზისა და ძირითად ეფექტიანობის მაჩვენებლებზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგად ცოდნა;
- სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მკაფიო ორიენტაცია გაყიდვების ზრდასა და შედეგების მიღწევაზე;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესრულების კონტროლის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- სასურველია გამოცდილება
- გამოცდილება 5 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

