საცალო გაყიდვების მენტორი - ქუთაისი
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #14
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- ბონუსი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
კომპანიის შესახებ
სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.
თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენტორის პოზიციაზე.
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ;
პარასკევი 10:00 - 17:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #14
შრომის ანაზღაურება: ხელფასი+საკომისიო
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
- გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედამხედველობა განყოფილების მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე და გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;
- მოვალეობების განაწილება გუნდის თანამშრომლებს შორის და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
- კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
- გაყიდვებში აქტიური ჩართულობა, მართვა და კონტროლი;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოების თაობაზე;
- გუნდის დაკომპლექტება;
- დებიტორული დავალიანებების გასწორება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
კატეგორია: გაყიდვები/ვაჭრობა / გაყიდვების მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

