საცალო გაყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ი. ჭავჭავაძის 29
სრული აღწერა
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ. ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია „ნამი 8“ უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: nami8.ge — ბმულის გახსნა
Nami 8-ის გუნდში ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაიკავებს საცალო გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციას.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- B2C ბაზარზე, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, პოტენცურ კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა, კომპანიის სერვისის წარდგენა, შეთავაზება და გაყიდვა/გაქირავება;
- გამავალი ზარების განხორცილება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
- საცალო გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
- მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების, მომსახურების, სიახლეებისა და აქციების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მონიტორინგი;
- ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
რას ველოდებით თქვენგან?
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 29
- სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ნამი 8" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

