სატრანსპორტო სამსახურის უფროსი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00 -18:00 სთ
- მისამართი
- ფეიქრების ტერიტორია
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ფეიქრების ტერიტორია
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო პროცესების ეფექტიანი წარმართვა;
- თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის შეფასება, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ოპტიმალური განაწილება, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
- სამსახურის საქმიანობისა და მიმდინარე პროცესების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვის, დროულად შესრულებისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების მიზეზების შესწავლა, შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განსაზღვრა და სარემონტო სამუშაოების შესრულების კონტროლი;
- ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის, გამართულობისა და სამუშაო საჭიროებებისთვის მზადყოფნის მონიტორინგი;
- სამსახურის მართვაში არსებული მატერიალური რესურსების აღრიცხვის, შენარჩუნებისა და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
- სატრანსპორტო სამსახურის საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების საჭიროებების დასაბუთება და შესყიდვების გეგმის მომზადების პროცესის ორგანიზება;
- კომპანიის სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში, განახლებასა და დანერგვაში მონაწილეობა, მისი შესრულების მონიტორინგი და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების განაწილების, გამოყენებისა და ექსპლუატაციის ერთიანი სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
- სატრანსპორტო საშუალებების საჭიროების განსაზღვრის, განაწილებისა და გადანაწილების პროცესების მართვა, ფაქტობრივი დატვირთვისა და საოპერაციო საჭიროებების გათვალისწინებით;
- სატრანსპორტო პოლიტიკის მოთხოვნების დარღვევების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- ავტოპარკის მიზნობრივი გამოყენებისა და სატრანსპორტო რესურსების ეფექტიანი მართვის მიზნით შიდა კონტროლის მექანიზმების განვითარება;
- ავტოპარკის გამოყენების, ტექნიკური მზადყოფნის, დატვირთვის, მოცდენისა და ექსპლუატაციის ხარჯების შესახებ მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
- ავტოპარკის დატვირთვისა და გამოყენების ინტენსივობის შეფასება, არაეფექტიანად გამოყენებული რესურსების გამოვლენა და ოპტიმიზაციის ღონისძიებების ინიცირება;
- სატრანსპორტო საშუალებების ფლობისა და ექსპლუატაციის სრული ღირებულების (TCO -Total Cost of Ownership) ანალიზი და ეკონომიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მომზადება;
- სატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნების, შეკეთების, ჩანაცვლების, იჯარით სარგებლობისა და ახალი ტექნიკის შეძენის ალტერნატივების ფინანსურ-ეკონომიკური შეფასება;
- სატრანსპორტო საქმიანობის შედეგების შეფასება, ანალიტიკური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- სატრანსპორტო სამსახურის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
- დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა;
- საწვავის, ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და ავტოპარკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების სტრუქტურული ანალიზი;
- ხარჯების ოპტიმიზაციისა და სატრანსპორტო რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- ავტოპარკის განახლებისა და განვითარების საშუალო და გრძელვადიანი გეგმების მომზადება ტექნიკური მდგომარეობის, ექსპლუატაციის ხარჯებისა და კომპანიის საჭიროებების გათვალისწინებით;
- სატრანსპორტო რესურსების შიდა გამოყენებისა და გარე მომსახურების შესყიდვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება;
- სატრანსპორტო პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
- GPS მონიტორინგის სისტემის გამართული ფუნქციონირების კონტროლი და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და გამოყენების მონაცემების ანალიზი;
- GPS მონიტორინგის, საწვავის აღრიცხვის, ტექნიკური მომსახურებისა და ფინანსური მონაცემების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მართვის პროცესების გაუმჯობესება;
- სატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, შიდა კონტროლის მექანიზმების განვითარება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- სატრანსპორტო სამსახურის საქმიანობის ანგარიშგების, მონაცემთა სიზუსტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხით სატრანსპორტო, საინჟინრო, ტექნიკურ, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
- სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- ავტოპარკის მართვის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- GPS მონიტორინგისა და სანავიგაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოპერაციო მონაცემების ანალიზის, ანგარიშგებისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სატრანსპორტო სამსახურის უფროსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

