სატელეფონო ცენტრის უფროსი სპეციალისტი (სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიმართულება და დამატებითი სერვისები)
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სატელეფონო ცენტრის უფროსი სპეციალისტი (სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიმართულება და დამატებითი სერვისები)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის (ონლაინ-ჩატი, ოფიციალური Facebook-ი) გაწევა (მათ შორის ინგლისურ ენაზე), უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კვლევის ჩატარება;
- სატელეფონო ცენტრის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
- კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
- კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
- „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“;
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ (1-ლი – მე–4 მუხლები);
- 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (1-9 მუხლები);
- საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
599 755 875
საკონტაქტო პირი:
ანი მამულაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
- სასურველია მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სატელეფონო მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, პოზიციაზე დასაქმება გულისხმობს სპეციალურ ცვლებში მუშაობას, მათ შორის ღამის საათებში. (ღამის ცვლა გათვალისწინებულია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ და შესაძლებელია როგორც ადგილზე მუშაობა, ასევე დისტანციური ფორმატი).
- დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
