სატელეფონო ოპერატორი
სრული აღწერა
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
- სასტუმროს ნომრებიდან შეკვეთების მიღება
- კომუნიკაცია და პრეტენზიების რეგისტრირება/ჩაწერა/ჩანიშვნა
- საჭიროებისამებრ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება
უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tinatin.paradashvili@sheraton.com და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.
აპლიკაციები მიიღება 23 ნოემბერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
