სატელეფონო მკვლევარი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში სატელეფონო მკვლევარის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- თეგეტა ქარსის მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება, სატელეფონო კვლევების ჩატარება (სხვადასხვა მიმართულებით);
- მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული მოსაგვარებელი საკითხების შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება და გადამისამართებული საკითხების მონიტორინგი;
- ინფორმაციის ასახვა შესაბმის პროგრამაში.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ენერგიულობა;
- მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სატელეფონო მკვლევარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

