სატელეფონო კონტაქტ ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი
- მისამართი
- ქუთაისი, აღმაშენებლის ქუჩა
- ბენეფიტები
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები)
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტის პოზიციაზე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი; წელიწადში ორჯერ ხელფასის მატება.
სამუშაო ადგილი : ქუთაისი, აღმაშენებლის ქუჩა
სამუშაო განრიგი : არასტანდარტული, სამუშაო 9 საათი (1 საათი შესვენება) , მცოცავი გრაფიკი 08:00 – 23:00 , კვირაში ორი დღე დასვენება.
მოსამზადებელი პერიოდი (სტაჟირება) ანაზღაურებადია
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის დაზღვეული პაციენტების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;
- დაზღვეული პაციენტისათვის პერსონალურ ექიმთან და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა;
- გეგმურ და გადაუდებელ შემთხვევებში დაზღვეულთა სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;
- მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სატელეფონო კონტაქტ ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი-ქუთაისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

