სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ქვემო ფონიჭალა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00 - 18:00
- ბენეფიტები
- თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან · ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით
სრული აღწერა
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ. ასევე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!
პოზიციის დასახელება: სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ხელფასი: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
- სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას მუდმივი განვითარებისთვის;
- მხარდაჭერას სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობას თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება, განხორციელება და შედეგების მონიტორინგი;
- გაყიდვების შედეგების, ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ფასწარმოქმნის პოლიტიკისა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კომერციული ინიციატივების შემუშავება;
- სერვისის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების პაკეტების განვითარება და დანერგვა;
- ფილიალების გაყიდვების პროცესების კოორდინაცია და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გუნდის მართვა, შედეგიანობის შეფასება და თანამშრომელთა განვითარების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- გუნდისა და კომერციული პროცესების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- კომერციული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ინიციატივიანობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კონკურსის ეტაპები:
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
- სატესტო კვირა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის განვითარების ხელმძღვანელი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
