სასტუმროს ტექნიკოსი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- უფასო კვება
სრული აღწერა
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- შენობის საინჟინრო სისტემების მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- პროფილაქტიკური და გეგმიური ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
- ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრა;
- ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების რეგულარული შემოწმება;
- სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა კანონიერი დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრო, მექანიკური და საინჟინრო სისტემების ცოდნა;
- უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.
აუცილებელი უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის კულტურა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- დაზღვევა (მეოთხე თვიდან)
სამუშაო გრაფიკი:
5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვირეკოთ ნომერზე 551 111 776
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
