სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- უფასო კვება
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
„კომპლექსი კრუიზი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out).
- ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა.
- სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა.
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ.
- ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება.
- სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
- რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1200
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული,ქართული
- ენები
- ინგლისური, რუსული, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
