სასტუმრო ამპელო
მომსახურებასასტუმროს მენეჯერი
გამოქვეყნდა 1 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- ქალაქი
- კარდანახი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
- მიმღებ დეპარტამენტში (Front Office) ყოველდღიური ცვლის პროცესის კოორდინირება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
- დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
- ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი;
- გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- სასტუმროს გასაყიდი არხების მართვა (Booking.com, Expedia.com, Tripadvisor.com და სხვა);
- ჩანაწერთა წიგნის შემოწმება, განახლებული და აღრიცხული ინფორმაციის კონტროლი;
- რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
- ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი (აუცილებელია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ონლაინ გასაყიდი არხებისა და სასტუმროს მართვის პროგრამების (PMS) ცოდნა;
- სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: Info@kardanakhi.ge. გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასტუმროს მენეჯერი".
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
