სასტუმროს დიასახლისი
- ანაზღაურება
- 501–1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ქუთაისი, სხირტლაძის
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · 10:00-17:00 კვირაში 6 დღე
სრული აღწერა
მცირე ზომის საოჯახო სასტუმრო "ფერადია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00 კვირაში 6 დღე
ყოველთვიური ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
სასტუმრო „ფერადია“ არის მცირე ზომის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ცენტრში და მოიცავს 5 სასტუმრო ნომერს.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღებამდე სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება;
სტუმრების გასვლის შემდეგ ნომრების სრულყოფილი დასუფთავება და მომდევნო სტუმრისთვის მომზადება;
თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა, გარეცხვა, დაუთოება და საწოლებზე სწორად გადაკვრა;
ნომრების სააბაზანოების დასუფთავება და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ნომრებში იატაკების დასუფთავება, ავეჯიდან და სხვა ზედაპირებიდან მტვრის გადაწმენდა;
სასტუმროს საერთო სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება;
სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა;
დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი;
ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პროფესია: დიასახლისი (სასტუმრო)
სამუშაო ადგილი: სხირტლაძის
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, კეთილსინდისიერება, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ყოველთვიური ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
