სასტუმროს ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე | 10:00-19:00
- ბენეფიტები
- ლანჩის უზრუნველყოფა · სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა · მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა
სრული აღწერა
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ:
კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი KPI შესრულების მიხედვით
მთავარი პასუხისმგებლობები:
- სტუმრების მიღება და რეგისტრაცია
- ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ფასებისა და კიკეთის ფერმის სერვისების შესახებ
- სატელეფონო და ელ.ფოსტის კომუნიკაციის მართვა
- საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება
- ბუქინგ სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება
- ბრუნვების კონტროლი — ყოველდღიური და თვიური შემოსავლების შეჯამება, ანალიზი და ორგანიზება
- რეზერვაციების და გაყიდვების აღრიცხვა
- პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია როგორც სტუმრებთან, ისე გუნდის წევრებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები
ბენეფიტები:
- ლანჩის უზრუნველყოფა
- სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა
- მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა
- კომპანია ანაზღაურებს დასაქმებულის საპენსიო გადასახადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “კიკეთის ფერმამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კიკეთის ფერმის სასტუმროები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასტუმროს ადმინისტრატორი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 1500 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

