სასტუმროს ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში · მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის · კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
სრული აღწერა
"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
- სასტუმროსა და რესტორნის ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით და სოციალური ქსელით.
- ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
- მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
- დაზღვევას
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
