საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუსასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 10 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ქ. თბილისი, წინანდლის ქ. No9
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში/პორტალზე ასახვა;
- სასწავლო ცხრილებთან, სასწავლო კურსებთან, სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება;
- გამოცდების ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
- გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება;
- სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა;
- სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენა (მინიმუმ B2).
კომპეტენცია და უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
