იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
ადმინისტრაციასასწავლო პროცესის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
სრული აღწერა
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" დაბა კიკეთში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- სასწავლო დღის ორგანიზებულად მიმდინარეობისა და სკოლაში დისციპლინის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
- მოსწავლეთა დასწრების, დაგვიანებებისა და სკოლიდან ადრე გასვლის პროცედურების კონტროლი;
- ელექტრონული ჟურნალების წარმოებისა და დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
- კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა;
- სასკოლო ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზაციული მხარდაჭერა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და გადაწყვეტილებების ობიექტურად მიღების უნარი;
- პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა.
უპირატესობად ჩაითვლება: საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
