სასწავლო პროცესის ადმინისტრირების, შეფასებისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 20 ოქტ
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სასწავლო პროცესის ადმინისტრირების, შეფასებისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დიპლომატიის აკადემია
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის კოორდინაცია;
- აკადემიური კალენდრის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებისა და მართვის უზრუნველყოფა;
- სტუდენტთა აკადემიური სტატუსების მართვის პროცესის კოორდინაცია;
- შუალედური, დასკვნითი და დამატებითი შეფასებების ადმინისტრირების ორგანიზება;
- გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესის კოორდინაცია;
- შეფასების შედეგების აღრიცხვისა და გამოქვეყნების პროცესის ზედამხედველობა;
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
- შეფასების სისტემის ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების წინადადებების მომზადება;
- სტუდენტთა საჩივრებისა და აპელაციების პროცესის ადმინისტრირების კოორდინაცია.
- სტუდენტთა კმაყოფილების კვლევების ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
- სტუდენტთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების განვითარება;
- საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა;
- ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
- აუდიტისა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გიორგი ლეონიძის 3-5
საკონტაქტო ტელეფონები:
555700546
დამატებითი მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
- უმაღლესი განათლება: მაგისტრის ხარისხი განათლების მენეჯმენტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
- საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრირების პრინციპების ცოდნა;
- შეფასებისა და სტუდენტური სერვისების მართვის პრაქტიკის ცოდნა;
- დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული მართვის სისტემების ცოდნა.
- ლიდერობა და გუნდის მართვა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- ეფექტიანი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობა;
- ცნობები სამუშაო გამოცდილების შესახებ.
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სერტიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აკადემია იტოვებს უფლებას გასაუბრების პროცესი წარმართოს ინგლისურ ენაზე.
- სამოტივაციო წერილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2026 წლის 10 ნოემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
