სასმელების წარმოების ოპერატორის დამხმარე
- მისამართი
- თბილისი, ექსპო ჯორჯია
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 10:00-18:00
სრული აღწერა
შპს "გემოების ლაბორატორია", რომელიც მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე და აწარმოებს კონკურენტუნარიან, ხარისხიან, ნატურალურ, გერმანული ნედლეულის ბაზაზე დამზადებულ სიროფებს, აცხადებს ვაკანსიას სასმელების წარმოების ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე.
თუ თქვენ არ გიყვართ რუტინული საქმე, ხართ ფიზიკურად აქტიური, უსაზღვროდ პასუხისმგებლიანი, მუდმივად ძიებაში ხართ, გიყვართ სიახლეები და მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოება განიჭებთ სიამოვნებას, თუ თქვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია, მაშინ გელით ჩვენი გუნდის წევრად კომპანიაში, რომელიც მუშაობს ევროპული სტანდარტებითა და კორპორატიული კულტურით. იქ, სადაც პროფესიული განვითარება მარტივია და მხოლოდ მონდომებაა საჭირო. იქ, სადაც შრომა ობიექტურად ფასდება.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, ექსპო ჯორჯია
ძირითადი მოვალეობები:
- სიროფისა და სასმელების მოხარშვა-მომზადებაში დახმარება;
- ყველა საჭირო პროცედურის შესრულებაში დახმარება (საქონლის მიღებით, შენახვითა და გადამუშავებით დაწყებული და საბოლოო პროდუქტის გამოშვებით დამთავრებული);
- საწყობისა და ნედლეულის ინვენტარიზაციის ჩატარებაში დახმარება თვეში ერთხელ;
- აღჭურვილობის რეცხვა, დეზინფექცია და გასუფთავება;
- გეგმით გათვალისწინებული შეკვეთის შესრულება დანიშნულ დროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: a.gabedava@innoterra.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
