სასესხო ვალდებულებების მართვის სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (10:00-18:00)
სრული აღწერა
შპს "ტრიბა კაპიტალი" — საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტი — აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ვადაგადაცილებულ პორტფელში არსებულ მსესხებლებთან და თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
- ვალდებულების დაფარვის პირობებზე შეთანხმება- საჭიროების შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის შეთავაზება;
- შეთანხმებული გადახდების კონტროლი;
- სასესხო პორტფელის სისტემატური დამუშავება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო საათები:
- ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
- შაბათი-10:00-14:00 ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hrtriba@gmail.com ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
კომპანია ემიჯნება შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
