სასაწყობე მარაგების სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
- მისამართი
- გეზი, გამარჯვება
- ბენეფიტები
- საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
სამუშაო ადგილი: გეზი, გამარჯვება
ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ყოველდღიური გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
· ინვენტარიზაციის პროცესში სხვაობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ნაშთის გასწორების მიზნით, პროდუქტის მოძრაობის ანალიზი და შესაბამისი ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების აღრიცხვა;
· ინვენტარიზაციისას აღმოჩენილი დაზიანებული ან ვადაგასული პროდუქციის შესაბამის საწყობებში ფიზიკური და პროგრამული გადაადგილება;
· ლოკაციაზე არსებული პროდუქციის ფაქტობრივი რაოდენობის ზუსტი გადათვლა და მონაცემის სისტემაში დაფიქსირება;
· ინვენტარიზაციის პროცესში პროდუქციის ვადების ფიზიკური კონტროლი და აღმოჩენილი სხვაობების პროგრამაში დაფიქსირება;
· სტელაჟების დალაგება, პროდუქციის გადალაგება და საწყობში დარჩენილი ნაშალი პროდუქციის აგროვების ზონაში ფიზიკურად მოთავსება და პროგრამული გადაადგილების შექმნა;
· საჭიროების შემთხვევაში ახალი მაღაზიის განაწილების დამზადება;
· წინასწარ დაანონსებული შიდა გადაადგილების მომზადება;
· სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
· სამუშაო პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;
· ინვენტარიზაციის პროცესში გამოყენებული ტექნიკის მდგომარეობის შესახებ ჟურნალის წარმოება, დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სტატუსის განახლება ჟურნალში;
· შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
· საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება;
- საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სასურველია MS OFFICCE (Word, Excel)-ის ცოდნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასაწყობე მარაგების სპეციალისტი - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



