სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება.
კატეგორია:
გეოლოგია
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების მონაცემთა ბაზების მუდმივ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ შერჩეულ ობიექტებზე გეოსაინფორმაციო პაკეტების მომზადება;
- საველე გეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, ადგილზე ობიექტის კოორდინატების იდენტიფიცირება და დაზუსტება. ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფოტოგადაღება. გეოდინამიკური მდგომარეობის, ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შეფასება;
- საველე გეოლოგიური სამუშაოების დროს და ფონდურ მასალაზე დაყრდონიბით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სალიცენზიო ობიექტის დამუშავებისათვის აუცილებელი რეკომენდაციების და დასკვნების შემუშავება;
- წარმოდგენილ ტერიტორიებზე წიაღზე დამაგრება/არ დამაგრების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
- გეოლოგიური რუკების, გრაფიკული მასალის დამუშავება/რეფერენსირება და სერვერზე განთავსება;
- გეორეფერენსირებული რუკების მიხედვით საბადოების/გამოვლინებების კონტურების განსაზღვრა და მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება, შესაბამისი ველების შევსება (საბადოებსა და გამოვლინებებზე მოკლე გეოლოგიური ინფორმაციის მომზადება და სერვერზე განთავსება. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ კონტურზე შესაბამისი ბმულის გაკეთება);
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი - ,,წიაღის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილება - „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 13 ივნისის N2-333 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულება;
- „ტექნიკური რეგლამენტების − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიშის) წესის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, №1-02, №1-03 და №1- 04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილება;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი თბილისი, თინა იოსებიძის ქუჩა N 73
საკონტაქტო ტელეფონები:
595 30 30 65; 595 00 07 17
საკონტაქტო პირი:
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ელენე ქემაშვილი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - თამარ მახარაძე;
დამატებითი მოთხოვნები:
●გეოლოგიური საქმიანობის მიმართულებით არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
●ანალიტიკური აზროვნება;
●გუნდური მუშაობა;
●დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
●ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
●საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
●დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა ველში "ჩემი რეზიუმე" სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
- კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი (2) თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
