სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მოძრავი ქონების და სამშენებლო მასალების შეფასების სამმართველოს სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მოძრავი ქონების და სამშენებლო მასალების შეფასების სამმართველოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
კატეგორია:
ექსპერტიზა
განცხადების ბოლო ვადა:
28.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- პროფესიული განვითარების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მონაწილეობას იღებს სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ დებულებით განსაზღვრული მოძრავი ქონების და სამშენებლო მასალების შეფასების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში.
- მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;
- სამშენებლო მასალების ფასების კვლევა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
ბიზნესის ადმინისტრირება ან ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ.84
საკონტაქტო ტელეფონები:
2258484
საკონტაქტო პირი:
ელენე ჩალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- იცის სახელმწიფო ენა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა (სასურველია).
- გუნდში მუშაობის უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ან/და დიპლომი - უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.
კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
