სარწყავი და სადრენაჟე სისტემის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ბენეფიტები
- სტაბილურ ანაზღაურებას: 1000 ლარი · სამუშაო გრაფიკს: შეთანხმებით · საინტერესო პროექტებში მონაწილეობას
სრული აღწერა
კომპანია "PoolCare" ეძებს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტს.
გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკეთოთ საქმე, რომელიც გიყვართ. დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საინჟინრო პროექტების მომზადება (საირიგაციო, სადრენაჟე და ჰიდროტექნიკური მიმართულებით);
- ტექნიკური დავალებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური შეფასება და პროექტირების წინაპირობების განსაზღვრა;
- საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
- საველე გასვლებში მონაწილეობა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
- პროექტების კორექტირება მიღებული შენიშვნების საფუძველზე;
- პროექტის ეტაპობრივი ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ჰიდროტექნიკის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
- საპროექტო სამუშაოების გამოცდილება (სასურველია სარწყავი/სადრენაჟე სისტემების მიმართულებით);
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და დამუშავების უნარი.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- მართვის მოწმობა B კატეგორია ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ ანაზღაურებას: 1000 ლარი;
სამუშაო გრაფიკს: შეთანხმებით;
საინტერესო პროექტებში მონაწილეობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე info@poolcare.ge, სათაურის ველში მიუთითონ "სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სპეციალისტი".
გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ვებსაიტს: http://www.poolcare.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
