ამბრელა ჯგუფი
მშენებლობასარემონტო პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-17:30
სრული აღწერა
კომპანია ამბრელა ჯგუფი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და საქმისადმი პროფესიონალურად განწყობილ ადამიანს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მიმდინარე სარემონტო ობიექტების მართვასა და სამუშაო პროცესის კონტროლზე.
სარემონტო პროექტების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე სარემონტო ობიექტების რეგულარული მონახულება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
- სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვა და პროცესების სწორად ორგანიზება;
- ხელოსნებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
- სამუშაოების ვადების კონტროლი და დროის ეფექტურად განაწილება;
- პრობლემების დროულად აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
- მასალებისა და სამუშაოების საჭიროებების დროული განსაზღვრა;
- დამკვეთთან და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
- პასუხისმგებლობის აღება სამუშაოების ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში შესრულებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სარემონტო სამუშაოების პროცესის ცოდნა;
- ორგანიზებისა და მენეჯმენტის უნარი;
- დროის სწორად დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- მომთხოვნი და პრინციპული დამოკიდებულება სამუშაოს ხარისხის მიმართ;
- პასუხისმგებლობა, დისციპლინა და პროფესიონალიზმი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 2 000 ლარი + ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV info@umbrella-group.ge და მოკლედ მოგვწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
თუ გესმით სარემონტო პროცესები, შეგიძლიათ სამუშაოების ორგანიზება და მზად ხართ აიღოთ პასუხისმგებლობა შედეგზე, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
info@umbrella-group.ge
http://www.umbrella-group.ge
თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა №13 (სამოქალაქო სასამართლოსთან).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
