სარემონტო მოპირკეთების მენეჯერი
- ქალაქი
- ბათუმი
- კატეგორია
- მშენებლობა/რემონტი
სრული აღწერა
· სამუშაოების მართვა და ორგანიზება: სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური მართვა, მუშახელისა და ბრიგადებისთის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
· ხარისხის უზრუნველყოფა: სამუშაოების შესრულება ადგილობრივი, საერთაშორისო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების (სნიპების) მკაცრი დაცვით;
· პროექტთან შესაბამისობა: მშენებლობის მიმდინარეობის მუდმივი შედარება კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნახაზებთან, გადაცდომების პრევენცია;
· მოცულობების კონტროლი და აზომვები: ნახაზის მიხედვით მოცულობების (კუბატურა, კვადრატულობა) ფაქტობრივ შესრულებასთან თანხვედრის უზრუნველყოფა; შესაბამისი საზომი ინსტრუმენტების (თარარაზო, ლაზერი, ნიველირი, გონიო და ა.შ.) პროფესიონალურ დონეზე გამოყენება;
· ფორმა #2-ის მომზადება: შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) პირველადი ვერსიის მომზადება, მასალების ჩამოწერის კონტროლი და ხელმძღვანელობისთვის/ზედამხედველისთვის წარდგენა;
· მასალების მიღება და დასაწყობება: ობიექტზე მოწოდებული სამშენებლო მასალების ხარისხის, რაოდენობის შემოწმება და მათი სწორი დასაწყობების ორგანიზება;
· ხარვეზების აღმოფხვრა: სამუშაო პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, მათი ოპერატიულად გამოსწორება (ბრიგადების მიერ) და ანგარიშგება ზედამხედველ პირებთან;
· კრიზისების მართვა: ობიექტზე წამოჭრილი პრობლემების სწრაფად გადაჭრა, ეფექტური კორექტირებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
· დოკუმენტაციის წარმოება და ფარული სამუშაოების აქტები: ობიექტზე საჭირო დოკუმენტაციის დროული წარმოება; ფარული სამუშაოების აქტების შედგენა, დასურათება, დაარქივება და ზედამხედველისთვის ჩაბარება;
· გეგმა-გრაფიკის დაცვა: სამუშაოების ტემპის მართვა დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის (Schedule) ვადებში ჩასატევად;
· საპროექტო განხილვები და ინიციატივები: საპროექტო-სარემონტო დოკუმენტაციის, გეგმარება-დიზაინის განხილვაში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული საპროექტო ცვლილებების ინიცირება;
· უსაფრთხოების ტექნიკა (მნიშვნელოვანი პუნქტი პრარაბისთვის): ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი სამუშაო ჯგუფების მიერ;
· ანგარიშგება: ყოველკვირეული შესრულებული სამუშაოების ანგარიშის მომზადება და მომდევნო კვირის სამუშაო გეგმის უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"იელთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სარემონტო მოპირკეთების მენეჯერი, ქალაქში - ბათუმი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

