სარეკლამო პროდუქციის დამზადების სპეციალისტი / გარე რეკლამის განყოფილებაში
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. №49
სრული აღწერა
სარეკლამო საწარმო „დეიზი“, რომელიც უკვე 24 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია, ეძებს სარეკლამო პროდუქციის დამზადების სპეციალისტს (გარე რეკლამის განყოფილებაში).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გარე რეკლამის პროდუქციის დამზადება და აწყობა (მოცულობითი ასოები, მანათობელი და არამანათობელი (ლაითბოქსები) ყუთები, ბანერები და სხვა სარეკლამო კონსტრუქციები);
- ორგმინის, პლასტიკის, ალუმინის კომპოზიტური პანელების და სხვა მასალების დამუშავება/აწყობა;
- ნახაზებისა და ტექნიკური დავალებების (ზომები, მასალები) მიხედვით სამუშაოს ზუსტი შესრულება.
მოთხოვნები:
- გარე რეკლამის დამზადების/აწყობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ნახაზების/ნახაზ-სქემების და ზომების სწორად წაკითხვის უნარი;
- სამუშაო იარაღებთან/ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00);
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. №49;
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ მოგვწეროთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე hr@daisy.ge
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ შპს „დეიზი“ კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 1-დან 2 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
