სარეკლამო ხელოსანი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)
სრული აღწერა
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;
სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას ხელოსნის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)
ძირითადი მოვალეობები:
- დაჭრილი მასალიდან საბოლოო პროდუქციის დამზადება;
- საწარმოში მიმდინარე პროექტების აწყობა;
- მოცულობითი ასოების დამზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
- საშუალო განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@flexmedia.ge
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
