სარეალიზაციო აქტივების განყოფილების უფროსი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
- მისამართი
- მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას
სრული აღწერა
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას სარეალიზაციო აქტივების განყოფილების უფროსის პოზიციაზე (პრობლემური აქტივებისა და რემარკეტინგის მიმართულებით).
მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· განყოფილების სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა, შემუშავება და შესრულების კონტროლი;
· დაქვემდებარებული განყოფილების ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრა, საქმის ეფექტური განაწილება;
· სარეალიზაციო აქტივების პორტფელის მონიტორინგი;
· მიმართულებაში შემავალი პორტფელის ბიუჯეტირება და ანალიზი;
· სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება / კონტროლი;
· არსებული სარეალიზაციო არხებში განთავსებების მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა/კონტროლი;
· ახალი სარეალიზაციო არხების მოძიება, ტესტირება და დანერგვა;
· აქტივების ვიზუალური მდგომარეობისა და დასუფთავების კონტროლი სარეალიზაციო არხებში/შეთავაზებებში განსათავსებლად;
· სარეალიზაციო რეესტრის წარმოების კონტროლი;
· პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;
· მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
· მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში შიდა პროცედურების მიხედვით;
· ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;
· პორტფელის იმ ნაწილის კონტროლი და ანალიზი, რომელზეც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები და ვრცელდება შეზღუდვები;
· მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის კონტროლი;
· რემარკეტინგის კომიტეტზე განსახილველი პორტფელის მომზადება; დამუშავება; განხილვა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბება;
· აქტივების სადგომზე აქტივების განთავსებისა და მდგომარეობის ზედამხედველობა;
· გუნდის წევრების სამოტივაციო სისტემის შექმნა, მუდმივი ზრუნვა მათი მოტივაციის ამაღლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის და/ან ფინანსების მიმართულებით;
· აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
· აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office (Excel; Word) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· გუნდის მართვის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სარეალიზაციო აქტივების განყოფილების უფროსი, მცხეთაში (წიწამური).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

