საოპერაციო სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე.
ვებ-გვერდი : pbservices.ge — ბმულის გახსნა
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათამდე
- ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი (NET)
- სამუშაო ადგილი: ბათუმი
ეს ვაკანსია არ მოიაზრებს საოფისე პოზიციას, არამედ სამუშაო დღის უმეტესი ნაწილის კლიენტებთან ერთად ყოფნასა და სხვადასხვა პროცედურების გავლაში მხარდაჭერას.უფრო კონკრეტულად , რეგულარულად ეწვევით ბანკებს, იუსტიციის სახლს, შემოსავლების სამსახურს და სხვა სამთავრობო დაწესებულებებს, რათა კლიენტებს საჭირო პროცესების თითოეულ ეტაპზე დაეხმაროთ.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ საოპერაციო სპეციალისტს , რომელიც დაეხმარება ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში. პოზიცია იდეალურია დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად მოქმედი კანდიდატებისთვის.
ძირითადი მოვალეობები :
- დაეხმარება კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაში
- ფორმების, განაცხადების და სხვადასხვა დოკუმენტების შევსება
- დოკუმენტების სკანირება, ბეჭდვა, რედაქტირება და მომზადება
- კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება
- ტექსტების მარტივი თარგმანი ქართულიდან და/ან ქართულზე (რუსული/ინგლისური)
- სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალისტების შეუფერხებელ მუშაობას
მოთხოვნები:
- ყურადღება დეტალებისადმი
- კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- საბაზისო უნარები დოკუმენტებთან მუშაობაში
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა
- სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფიბი სერვისის" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საოპერაციო სპეციალისტი - ბათუმი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

