საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსი
- მისამართი
- თბილისი, ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- უფროსი (senior), 2–5 წელი
- ბენეფიტები
- დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის #19
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ.
შენი, როგორც საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის მთავარი ფუნქციები იქნება:
- განყოფილების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება, განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა;
- განყოფილების თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების გადანაწილება, შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემა, მათი შესრულების კონტროლი;
- თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესში მხარდაჭერა და მოტივაციაზე ზრუნვა;
- საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განვითარება;
- საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკების, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების შემუშავება და განახლება;
- რისკების აპეტიტით განსაზღვრული მეტრიკების მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (სხვა განყოფილებების ჩართულობით), შესაბამისი რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- საოპერაციო რისკის ინციდენტებისა და Near Miss შემთხვევების აღრიცხვის, ანალიზისა და მონიტორინგის პროცესის ორგანიზება, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
- საოპერაციო რისკების ადრეული გამოვლენის მიზნით ძირითადი რისკის ინდიკატორების (KRI) შემუშავება, მონიტორინგი და ზღვრული მნიშვნელობების დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების კოორდინირება;
- ბიზნესუწყვეტობისა და კრიტიკული პროცესების აღდგენის მზადყოფნის შეფასება და მონიტორინგი, ბიზნესუწყვეტობის გეგმების შემუშავების, განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიის საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა წვდომის უფლებების მართვის პროცესის ზედამხედველობა, მინიჭებული უფლებების პერიოდული გადახედვისა და შეფასების უზრუნველყოფა, შეუსაბამო, ჭარბი ან ურთიერთშეუთავსებელი უფლებების გამოვლენა და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- კონტროლის მექანიზმების დიზაინისა და ფუნქციონირების ეფექტურობის შეფასება, არსებული კონტროლების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- არსებული და ახალი სადაზღვევო პროდუქტების, ბიზნესპროცესებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციული თუ ტექნოლოგიური ცვლილებების საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
- რისკებისა და კონტროლების თვითშეფასების (RCSA) პროცესის კოორდინირება, მეთოდოლოგიის განვითარება, შეფასებების ხარისხის კონტროლი და გამოვლენილი რისკების მონიტორინგი;
- შიდა და გარე თაღლითობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი, პრევენციული კონტროლის მექანიზმების შემუშავებისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- საექსპერტო რჩევების მიწოდება ბიზნესისთვის, რომელიც დაკავშირებულია საოპერაციო რისკებთან;
- საოპერაციო რისკების მიტიგაციის ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის კონტროლი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება;
- აუთსორსინგისა და მესამე მხარეების რისკების შეფასება, პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი მიტიგაციის ღონისძიებების შემუშავება;
- თანამშრომლობა თიბისი ბანკის საოპერაციო რისკების განყოფილებასთან და საინვესტიციო რისკების მართვის განყოფილებასთან.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- გაქვს სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office-ის პროგრამები, განსაკუთრებით Excel.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
კატეგორია: საბანკო სფერო / საოპერაციო რისკების მენეჯერი
გამოცდილება: უფროსი (senior), 2–5 წელი
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

