საოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 27 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800+ ₾
- ბენეფიტები
- 1800 ლარი + ბონუსები · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
ავტომობილების გაქირავების კომპანია "GUROSUN", ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილების გაქირავების პროცესის სრული კოორდინაცია
- პარტნიორებთან ურთიერთობა
- ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა
- პრობლემური სიტუაციების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
- საოპერაციო მონაცემების ანალიზი
- კომპანიის სტანდარტების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების მართვის გამოცდილება
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace და სხვა საოფისე სისტემები) კარგი ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსები
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- სტაბილურ და პერსპექტიულ კომპანიაში მუშაობას
თუ ფიქრობთ, რომ ხართ მოტივირებული, ორგანიზებული და გიყვართ ავტომობილებთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: contact@gurosun.com და შემოუერთდით ჩვენს წარმატებულ გუნდს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
