საოპერაციო მენეჯერი
- კატეგორია
- ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუცია
სრული აღწერა
თუ გაქვს საოპერაციო მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის ”ბლუ უოთერსი’’ს გუნდში შენ გეძებთ საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters bluewaters.ge — ბმულის გახსნა
ვალდებულებები:
● ტექნიკურ დეპარტამენტში ყველა მიმდინარე ბიზნეს-პროცესის იდენტიფიცირება ანალიზი და დეტალური გაწერა(სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნა (SOP)) და აღსრულება
● გუნდის წევრებისთვის გაწერილი პროცესების სწავლება/ონბორდინგი და იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული თანამშრომელი ასრულებდეს სამუშაოს შესაბამისი სტანდარტით
● პროცესების ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი, bottlenecks აღმოჩენა და მათი ოპტიმიზაცია.
● ყოველთვიური, კვარტლური და წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება გუნდისთვის
● შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი
● Payroll პროცესში ჩართულობა(ბონუსი, KPI დათვლა )
● დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მონიტორინგი
● საოპერაციო საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა
● გუნდის მიერ გეგმის შესრულების დინამიკის ჩვენება და გადაცდომების შემთხვევაში Action Plan-ის გაწერა.
● სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და გუნდებთან კოლაბორაცია
● იმპორტ/ექსპორტის პროცესის მართვა და დოკუმენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
● სამუშაო გამოცდილება: 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით
● ბიზნეს პროცესების გაწერის, აღწერის და SOP ების შექმნის გამოცდილება
● ძლიერი ლიდერული თვისებები, დისციპლინირებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილი
● ქართული თავისუფლად; სასურველია ინგლისური/რუსული.
● Excel/Google Sheets, CRM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
● ანალიტიკური უნარები
ძირითადი კომპეტენციები
● კლიენტზე ორიენტაცია, ემპათია
● კრიტიკული აზროვნება, ნუშების დანახვა
● დისციპლინა და ეთიკა/კონფიდენციალურობა
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
● ანაზღაურება: ფიქსირებული და KPI-ით განსაზღვრული დანამატი
● ჯანმრთელობის დაზღვევას
● კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
● კარიერული ზრდის შესაძლებლობას
● შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს
● სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
● ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ბლუ უოთერსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საოპერაციო მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

