კომპანია
ადმინისტრაციასაოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #41
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 - 18:00 საათი
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლებისა და მენეჯერების საქმიანობის ორგანიზება, კონტროლი და შეფასება;
- სამუშაო გრაფიკების, თანამშრომელთა გამოცხადებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული ჩანაცვლების კონტროლი;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმების შესრულების მონიტორინგი და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
- არსებული პარტნიორების პორტფელის მართვა, საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და ფასების, შეკვეთის მოცულობების, გადახდისა და მოწოდების პირობების შეთანხმება;
- საიმპორტო ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომერციული შეთანხმებების შესრულების კოორდინაცია;
- გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, დასახული მიზნების შესრულება და შედეგების მონიტორინგი;
- საიმპორტო ბაზრების, კონკურენტული გარემოს, ფასებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
- შეკვეთის დაფიქსირებიდან პროდუქციის საბოლოო მირებამდე პროცესის კოორდინაცია და საიმპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
- წარმოების, ლოგისტიკის და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
- პარტნიორებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და ბიზნესის განვითარების შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
- მომხმარებელთა შეფასებებისა და საჩივრების ანალიზი, პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია, ეფექტიანობის გაზრდა და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მფლობელის ჩართულობის შემცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
- რუსული ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- საერთაშორისო გაყიდვების ან იმპორტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #41
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და ისეთი სამუშაო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: contact@ranitsa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
