საოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
სრული აღწერა
"მაიზენი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებისა და ბიზნესმიმართულებების ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და შეთანხმებული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესების მოწესრიგება, საოპერაციო პროცედურებისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა;
- ობიექტების მენეჯერების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობების განსაზღვრა და შესრულების შეფასება;
- პერსონალის საჭიროების დაგეგმვა, გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა, თანამშრომელთა განვითარება და სამუშაო რესურსების ეფექტიანი განაწილება;
- პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა უკუკავშირის შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება;
- ფინანსურ გუნდთან ერთად საოპერაციო ბიუჯეტის მომზადება, შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი და თითოეული ობიექტის ფინანსური შედეგების შეფასება;
- გაყიდვების, თვითღირებულების, პერსონალის ხარჯებისა და დანაკარგების ანალიზი; მომგებიანობის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება;
- შესყიდვების, მომარაგების, მარაგების მოძრაობისა და ინვენტარიზაციის პროცესების მართვა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა;
- მომწოდებლებთან და მომსახურე კომპანიებთან თანამშრომლობის პირობების შეთანხმება განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და სამუშაო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა;
- ობიექტებისა და აღჭურვილობის გამართულობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მომსახურების ორგანიზება;
- ახალი ობიექტების, პროდუქტებისა და პროექტების გასაშვებად საოპერაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელობისთვის შედეგების, არსებული რისკებისა და გაუმჯობესების წინადადებების რეგულარულად წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- სტუმარმასპინძლობის ან კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში (Hospitality/F&B) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება — აუცილებელია;
- რამდენიმე ობიექტის ან სხვადასხვა ფუნქციური გუნდის ერთდროულად მართვის გამოცდილება;
- ბიუჯეტსა და ფინანსურ შედეგებზე პასუხისმგებლობის გამოცდილება; მოგება-ზარალის ანგარიშის, პროდუქციის თვითღირებულებისა და პერსონალის ხარჯების ანალიზის უნარი;
- გუნდის დაკომპლექტების, თანამშრომელთა განვითარების, დელეგირებისა და სამუშაო გრაფიკების მართვის გამოცდილება;
- შესყიდვების, მარაგების, ინვენტარიზაციისა და დანაკარგების კონტროლის პრაქტიკული ცოდნა;
- მომსახურების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების დანერგვის გამოცდილება;
- სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
- MS Excel-ის, POS-ისა და მარაგების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ახალი ობიექტის გახსნის ან საოპერაციო პროცესების თავიდან ჩამოყალიბების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მნიშვნელოვანი უნარები:
- სისტემური აზროვნება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- გუნდის ხელმძღვანელობა და ეფექტიანი კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დატვირთულ გარემოში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება;
- დეტალებისადმი ყურადღება და შედეგზე პასუხისმგებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: david@maizen.store
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "მაიზენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
