საოპერაციო მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
ყავის კომპანია "Waycup" ახალი კონცეფციის ყავის ობიექტია, რომელიც მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან ყავას სთავაზობს თან წასაღებად. ჩვენი მიზანია, ყავის მიღება მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება იყოს. ამ ეტაპზე თბილისში სამი ფილიალი გვაქვს: შარტავას, აბაშიძისა და ვეკუას ქუჩაზე. ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ახალ შესაძლებლობებს ვქმნით მათთვის, ვისაც დინამიკურ გარემოში მუშაობა და პროფესიული განვითარება სურს.
ყავის კომპანია "ვეიქაფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
- თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- მომსახურების ხარისხისა და სტანდარტების უზრუნველყოფა;
- მარაგებისა და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- პროცესების გაუმჯობესებასა და ობიექტის განვითარებაზე ზრუნვა;
- ფილიალების სამუშაო პროცესის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლიდერობისა და გუნდური მართვის უნარი;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@waycup.ge
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
