საოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა
- დარეზერვებული/გაყიდული/გაუქმებული ბინების სწორი წარმოება ბაზაში
- კლიენტების ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება
- კლიენტებთან ურთიერთობა და მათი პრობლემური საკითხების მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- კლიენტების დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება
- შიდა დოკუმენტაციისა და ბაზების მართვა
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
- მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული
- ოპერატიული
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი
ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე: mondeegroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
